რეზონანსი
08.12.2021

ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის. შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული, - ამის შესახებ ცენტრ „ემპათიის" ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა გორის სამხედრო ჰოსპიტალში ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არაჰუმანური მოპყრობა მის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება და ექსპრეზიდენტის მკურნალობა-რეაბილიტაციის პროცესს გაართულებს.

როგორც მარიამ ჯიშკარიანმა აღნიშნა, მათი რეკომენდაციაა, რომ მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდეს პატიმრობიდან, როგორც ეს რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის შემთხვევაში მოხდა.

„გუშინ განვითარებული მოვლენებთან დაკავშირებით, რა თქმა უნდა, ცალსახად უარყოფითი დამოკიდებულება გვაქვს. ეს იყო კიდევ ერთი არაჰუმანური მოპყრობის ფაქტი, რომელიც წამებასა და არასათანადო მოპყრობის ჯაჭვში არის ახალი ეპიზოდი და ის, რა თქმა უნდა, ცუდად აისახებოდა ჯანმრთელობის მდგომარეობაზე და გაართულებს შემდგომში მკურნალობა-რეაბილიტაციასაც. ადამიანები, ვინც სავარაუდოდ ჩართული იყვნენ წამებასა თუ არაჰუმანურ მოპყრობის ფაქტში და ეს სახელმწიფო ინსპექტორის გუშინდელ დასკვნაში გამოიკვეთა, ვფიქრობ, ეს ადამიანები გამოძიების დასრულებამდე უნდა იქნას გადაყენებული თანამდებობიდან, მათ შორის იუსტიციის მინისტრი. დასკვნაში იქნება ასახული ცალკეული წამებისა თუ არასათანადო მოპყრობის ფაქტები და მეთოდები - შესაბამისი შედეგები, რაც აისახა როგორც ფიზიკურ ჯანმრთელობაზე, ასევე ნეირო-ფსიქოლოგიურ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე. ასევე დასკვნაში იქნება რეკომენდაციები, ერთ-ერთი ჩვენი რეკომენდაცია არის, რომ საქართველოს ციხეთა სისტემა უსაფრთხო არ არის მიხეილ სააკაშვილისთვის, მისი ჯანმრთელობის და სიცოცხლის მდგომარეობისთვის, შესაბამისად, ის უნდა იყოს გათავისუფლებული. შეგიძლიათ წაიკითხოთ ნავალნი რუსეთის წინააღმდეგ საქმე, როდესაც ევროსასამართლომ დაადგინა, რომ რუსეთის ციხეთა სისტემა არ იყო ნავლანისთვის უსაფრთხო და ამის ნიადაგზე, იგი გათავისუფლდა. სწორედ ანალოგიური პრინციპი უნდა იყოს გატარებული აქ. გუშინ ვიხილეთ, რომ გორის ჰოსპიტალშიც განხორცილდა მასზე ფსიქოლოგიური ზემოქმედება, ეს იყო პროვოკაცია, რომ კონფილქტი გამოეწვიათ მისი მხრიდან", - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×