რეზონანსი
08.12.2021

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ვლადიმერ კონსტანტინიდი პირველი არხის ეთერით, ამბობს:

„უცხოეთში, განსაკუთრებით ევროპის ქვეყნებში, საკმაოდ მაღალია ჩვენი მოქალაქეების რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა სტატუსით სხვადასხვა მიზნებით იმყოფებიან. მათ საკმაოდ ბევრი საჭიროებები აქვთ ადგილზე ადაპტაციისთვის. არ არის მარტივი, თუნდაც ყველაზე განვითარებულ ქვეყანაში ადამიანი ადაპტირდეს, იპოვოს თავისი ადგილი, დასაქმდეს, საჭიროებები ძალიან ბევრია.

მაგალითად, იტალიასა და ესპანეთში ჩვენი შეხვედრების დროს გამოიკვეთა, რომ დიასპორის წარმომადგენლებმა გვთხოვეს დახმარება, მაგალითად მართვის მოწმობების აღიარების საკითხში, რაზეც ჩვენ აქტიურად ვმუშაობდით და ამ სამუშაოების შედეგად, მიღწეული იქნა ის ნიშნული, რომ ახლო მომავალში მოხდება ამ სტანდარტების შეჯერება, ბევრ ჩვენ თანამემამულეს შეეძლება, რომ ქართული მართვის მოწმობით ისარგებლონ. ვიცით, რომ შეიცვალა საქართველოში გამოცდის ჩაბარების წესები და ევროპულ სატანდარტებთან მოვიდა შესაბამისობაში. ბევრი ასეთ პრაქტიკული ხასიათის საჭიროება და ჩვენ ვითვალისწინებთ"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×