რეზონანსი
06.12.2021

ნატო დღეს ფოკუსირებულია შავ ზღვაზე, რაც ძალიან კარგია, რადგან ყველა აცნობიერებს, რომ ზოგადად რუსეთის ქცევა, თუ როგორ იქცევა ის საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში, უკრაინის აღმოსავლეთ ნაწილში და ასობით ათასი ჯარისკაცის კონცენტრაცია უკრაინის საზღვრებთან ნამდვილად აზიანებს ევროპულ და ევროატლანტიკურ უსაფრთხოებას, - ამის შესახებ ნატო-ში საქართველოს მუდმივმოქმედმა წარმომადგენელმა, ვიქტორ დოლიძემ განაცხადა.

მისი თქმით, საქართველოსა და უკრაინას ნატო-სგან მეტი რეაგირება სჭირდებათ.

„ჩვენ გვჭირდება მეტი რეაგირება ნატო-სგან და ალიანსში ამას აცნობიერებენ. ექსპერტების მიერ შემუშავებულ სტრატეგიულ კონცეფციაში ნახავთ სამართლიან და გონივრულ ჩანაწერებს შავი ზღვის უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, ასევე ასპირანტ ქვეყნებზე და მათთან თანამშრომლობის შესახებ, ჩვენ მოხარულები ვართ ამის ხილვით. როგორც გახსოვთ, საქართველოც და უკრაინაც დასაწყისიდანვე ჩართულები იყვნენ პროცესში, როგორც ნატო-ს 2030 წლის სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობაში, ისე ჩვენი კონკრეტული იდეების შეთავაზებით, როგორ შეიძლება ჩვენი თანამშრომლობის და უსაფრთხოების განმტკიცება შავი ზღვის რეგიონში. ძალიან მნიშვნელოვანია მეტი და უფრო უსაფრთხო ინფორმაციის გაცვლა. სადაზვერვო სისტემა ქართული მხრიდან სუფსაში ძალიან კარგად და ადეკვატურად მუშაობს. ნატო-ს მეტი ფიზიკური წარმომადგენლობა შავ ზღვაში ასევე მნიშვნელოვანია. მეტი წვრთნები არის ამ თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი. ჩვენ ცოტა ხნის წინ წარვადგინეთ წინადადებები, როგორ შეიძლება ამ თანამშრომლობის კიდევ უფრო გააქტიურება. იმედი გვაქვს, რომ ამ წინადადებებს ყურადღებას მიაქცევენ 2030 წლის სტრატეგიულ კონცეფციაზე მუშაობის დროს. ახლა ბურთი ნატო-ს მოედანზეა და მათგან ველოდებით ხედვას და წინადადებას. საქართველოს შეუძლია გახდეს რეგიონული ჰაბი სატრანსპორტო სისტემის კუთხით და ნატო-ს შეუძლია ყოველთვის დაეყრდნოს საქართველოს", - განაცხადა დოლიძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×