რეზონანსი
06.12.2021

პარტია "დროას" ლიდერი ელენე ხოშტარია გორის სამხედრო ჰოსპიტალში საქართველოს მესამე პრეზიდენტს შეხვდა.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ ხოშტარიამ განაცხადა, ის აგრძელებს პოლიტიკურ ბრძოლას კონკრეტული მიზნების მისაღწევად.

"ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია, ერთი დღეც იცხოვრო ბრძოლის გარეშე.

ბრძოლაში გვაქვს ძალიან მკაფიო ამოცანა, ეს არის რიგგარეშე არჩევნები და არავის ეგონოს, რომ ამას რამე სახის მანიპულაციებით მეორე პლანზე გადაწევენ.

რიგგარეშე არჩევნების გარეშე, არალეგიტიმური ხელისუფლების და მიტაცებული ინსტიტუტების პირობებში, არ არსებობს დაცული ადამიანი ამ ქვეყანაში.

და ჩემი მკაფიო ამოცანაა, მიხეილ სააკაშვილის მიმართ შურისძიების აქტი შეწყდეს. ეს არ არის პოლიტიკური მიზანშეწონილობის და მოწონება არმოწონების საკითხი. მე და მიხეილ სააკაშვილი ვრჩებით განსხვავებულ პლატფორმებზე, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. მიუხედავად ამისა, მე ვერ მოვისვენებ, სანამ ის იქნება ამ მდგომარეობაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×