რეზონანსი
06.12.2021

ნიკა მელიას და მისი ფლანგის „მესიჯები", საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია დიდი განხეთქილება „ნაცმოძრაობის" გახლეჩით დასრულდეს, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მდინარაძემ აღნიშნა, „ნაციონალური მოძრაობა" მალე დაიშლება.

„ახალი ამბავი არ არის და ამაზე ბევრს ვლაპარაკობდით, რომ „ნაციონალური მოძრაობა" ძალიან მალე დაიშლება, ეს ჩემი ვარაუდია, მაგრამ ძალიან მაღალი ალბათობით. ნიკა მელიას და მისი ფლანგის მესიჯები, საუბარი და განცხადებები აბსოლუტურად აცდენილია და რადიკალურ წინააღმდეგობაში მოდის სააკაშვილის და მისი ფლანგის განცხადებებთან. ეს გვაძლევს მაღალი ალბათობით ვარაუდის საფუძველს, რომ შესაძლებელია დიდი განხეთქილება კიდევ „ნაცმოძრაობის" გახლეჩით დასრულდეს. მთავარ ნარატივზე ვერ თანხმდებიან - სააკაშვილის ფლანგი და თავად სააკაშვილი ამბობს, რომ ჯერ უნდა იყოს წინ დაყენებული სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, ამავე დროს, მელია და მისი ფლანგი აცხადებს, რომ არა, ჯერ ხელისუფლების ცვლილება უნდა მოხდეს და ამის შედეგად სააკაშვილის გათავისუფლება. ეს იმას ნიშნავს, რომ სააკაშვილისთვის, რომლისთვისაც კარგად არის ცნობილი, რომ ხელისუფლების ცვლილება ამ ქვეყანაში არ მოხდება და შემდეგი არჩევნები იქნება 2024 წელს და შემდეგ კვლავ ხალხი გადაწყვეტს - ამ ფონზე მათ აქვთ თეორიული მიზანი, რომ იქნებ სააკაშვილის გათავისუფლებას მაინც მიაღწიონ", - განაცხადა მდინარაძემ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×