რეზონანსი
06.12.2021

მე და ბადრი ჯაფარიძეს ისეთ რაღაცას გვაბრალებენ, რაც ადამიანის მკვლელობის ტოლფასია ბიზნესში, - ამის შესახებ ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ერთ-ერთმა ბრალდებულმა, "ლელოს" ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში განაცხადა, სადაც აღნიშნულ საქმეზე სასამართლოს ჩვენება მისცა.

მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ არანაირ ე.წ. ფულის გათეთრებას ადგილი არ ჰქონია და წაყენებული ბრალდება პოლიტიკურადაა მოტივირებული. მისი თქმით, საქმეს დაზარალებული არ ჰყავს.

„სამი წლის განმავლობაში რაღაც ისეთი ფაილი ხომ უნდა აღმოჩენილიყო, რითაც დასტურდება, რომ მე და ბადრი ვიღაცას შევხვდით, რომ ვიღაცას თვალი ჩავუპაჭუნეთ. როცა 12- წლიან პატიმრობაში გვიშვებთ, ამისთვის რაღაც ფაქტი ხომ უნდა არსებობდეს?!

მაინტერესებს ვინ იჩივლა ჩვენს წინააღმდეგ, ვინ არის დაზარალებული. ეს ორი ვიღაც მაპოვნინეთ ვინც იტყვის, ბატონო პროკურორო, 2008 წელს ჩვენ ამ ქმედებით დავზარალდით", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

როგორც მან აღნიშნა, მათთვის ე.წ. ფულის გათეთრების ბრალის წაყენება, ანაკლიის პროექტის ჩაგდებას ემსახურებოდა.

"სამწუხაროდ, ამ ქვეყნის არაფორმალურმა მმართველმა ამ მიზანს მიაღწია...ჩვენ არ გავხდით ბიძინა ივანიშვილის დაქვემდებარებული ბიზნესმენები. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, რაც ემსახურებოდა ჩვენს დისკრედიტაციას და რასაც ვერ მიაღწიეს. ეს არის პირდაპირ სილის გაწნა პროკურატურისთვის", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

მისი თქმით, ე.წ. ფულის გათეთრების საქმე არის პრეცედენტული.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×