რეზონანსი
06.12.2021

2021 წლის მესამე კვარტალში ბიზნესსექტორის ბრუნვა, წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 38,5%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ განაცხადა.

„ბრუნვა გაზრდილია ფაქტობრივად ყველა სახეობის საქმიანობასა და ბიზნესსექტორის სხვადასხვა დარგში. მაღალი ზრდის მაჩვენებელი ფიქსირდება განთავსების საშუალებებსა და საკვების მიწოდების საქმიანობის მიმართულებით, ეს არის რესტორნები და სასტუმროები, სადაც 86%-მდე არის გაზრდილი ბრუნვა.

გადამამუშავებელ მრეწველობაში ბრუნვა მომატებულია 41,4%-ით, რაც საკმაოდ მაღალი ზრდაა. სხვა ბიზნეს სექტორებშიც ასეთივე მაღალი ზრდა არის. ეს არის ერთ-ერთი კომპონენტი იმ ეკონომიკური აღდგენისა და გაჯანსაღების, რომელიც გვაძლევს იმის საშუალებას, რომ წელს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა გვექნება და რამაც მოგვცა შესაძლებლობა, წელს მილიარდ სამასი მილიონი ლარით გაგვეზარდა ჩვენი ბიუჯეტი. ეს ასევე გვაძლევს საშუალებას, რომ მომავალი წლის ხედვა და ბიუჯეტი იყოს საკმაოდ კომპლექსური, მსხვილი ხარჯები იყოს გათვალისწინებული სხვადასხვა მიმართულებით", - აღნიშნა ნათია თურნავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×