რეზონანსი
28.11.2021

სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი, - ამის შესახებ განცხადება ცენტრ "ემპათიას" ხელმძღვანელმა მარიამ ჯიშკარიანმა, გორის სამხედრო ჰოსპიტალში მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ გააკეთა.

მისი თქმით, სასამართლოზე დასწრების საკითხი თავად მესამე პრეზიდენტმა უნდა გადაწყვიტოს. 

"ჯანმრთელობის თვალსაზრისით, კვლავ საჭიროებს სტაციონარულ მკურნალობას და რეაბილიტაციას. მე და ჩემს გუნდს ციხეთა სისტემა შეუთავსებლად მიგვაჩნია ბატონი მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან, ვინაიდან, ციხეთა სისტემაში მოხდა, მიხეილ სააკაშვილის წამება, რასაც მოჰყვა

როგორც ფსიქოლოგიური შედეგები, ასევე შიმშილობის გახანგრძლივება და შიმშილობის გახანგრძლივებას მოჰყვა ნეირო ენცეფალოპათია.

ეს არის საკმაოდ მძიმე დიაგნოზები, რომელიც საჭიროებს ხანგრძლივ სტაციონარულ რეაბილიტაციას და მკურნალობას, ასევე რეფიდინგის სნდრომიც ბოლომდე არ არის აღდგენილი, თუმცა მიხეილ სააკაშვილს აქვს სრულიად გაცნობიერებული გადაწყვეტილების მიღების უნარი და სასამართლოზე მონაწილეობას წყვეტს მხოლოდ ის" - განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×