რეზონანსი
28.11.2021

საქართველოს ორი ისტორიული რეგიონი რუსული ოკუპაციის ქვეშაა, ამ რეგიონების მაცხოვრებლებს არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ მადრიდში საპარლამენტთაშორისო კავშირის 143-ე ასამბლეაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

მისივე თქმით, „კოვიდ-19"-ის პანდემიამ გავლენა მოახდინა ბევრი ქვეყნის პოლიტიკურ სტაბილურობაზე, ვირუსთან დაკავშირებულმა შეზღუდვებმა დამატებით შეუწყო ხელი პოლიტიკური პოლარიზების ზრდას.

„პოლარიზაცია დღესდღეობით განსაკუთრებით მძაფრად იგრძნობა, საზოგადოებრივ დაყოფას კი ბოლო არ უჩანს.

ჩემი ქვეყანა ამ მხრივ არ არის გამონაკლისი. პოლიტიკური პოლარიზაცია საზოგადოების გამოწვევაა საქართველოშიც.

ამას ემატება ისიც, რომ საქართველოს ტერიტორიის 20 პროცენტი, ორი ისტორიული რეგიონი - აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი რუსული ოკუპაციის ქვეშაა. ამ რეგიონების მაცხოვრებლები ეთნიკურ ნიადაგზე განხორციელებული ძალადობისა და გაუმართლებელი შეზღუდვების მსხვერპლნი არიან, ყოველდღიურად იბრძვიან საკუთარი სიცოცხლისთვის, არ აქვთ წვდომა სათანადო სამედიცინო დახმარებაზე და მათი კანონიერი ინტერესები უხეშად არის იგნორირებული", - აღნიშნა კახა კუჭავამ.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×