რეზონანსი
27.11.2021

ტყიბულში მიწის მასაში მოყოლილი პირის მეუღლე პირველ კომენტარს აკეთებს, მის თქმით შემთხვევა დღის საათებში მოხდა, თუმცა მისი ქმრის შესახებ ჯერჯერობით დანამდვილებით არაფერი იცის.

„რემონტზე მუშაობდა, ჯერ არ ვიცით არაფერი, ჩემი მეუღლეა, ცოცხალიაო მეუბნებიან, მაგრამ ჯერ არ ვიცით არაფერი, სადღაც თორმეტ - პირველ საათზე მოხდა ამბავი, მალე მოვიდნენ მაშველები, 64 წლის არის",- განაცხადა მან "TV პირველთან" საუბრისას.

კარიერის გამაგრებითი სამუშაოების მიმდინარეობისას მიწის მასა ჩამოიშალა, რა დროსაც, შახტაში, სავარაუდოდ იმყოფებოდა ორი მოქალაქე. მოხერხდა მიწის მასის ქვეშ მოყოლილ ერთ-ერთ ადამიანამდე ჩასვლა. მოქალაქე იმყოფება კონტაქტურ მდგომარეობაში და ამ დროისთვის მიმდინარეობს მისი უსაფრთხო ადგილზე გამოყვანის ღონისძიებები.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×