რეზონანსი
27.11.2021

საქართველოში მსესხებლების 13,3%-ს ვადაგადაცილება უფიქსირდება.

„კრედიტინფოს" 2021 წლის ოქტომბრის სტატისტიკის მიხედვით, 30 დღიდან 3 წლამდე ვადაგადაცილება, 239 202 მსესხებელს უფიქსირდება, კონტრაქტების რაოდენობა კი 455 480-ს შეადგენს. საერთო ჯამში, ოქტომბრის მდგომარეობით საქართველოში საფინანსო სექტორის ვალი 1 804 560 ადამიანს აქვს, ჯამში 30 083 432 075 ლარის მოცულობის.

აღსანიშნავია, რომ მსესხებლების 87,8% საბანკო სექტორზე მოდის, კერძოდ, ოქტომბრის მდგომარეობით, ბანკებიდან 27 487 441 819 ლარის მოცულობის კრედიტი სულ 1 584 465 მსესხებელს აქვს აღებული.

ამასთან, სებ-ის მიერ სხვა რეგულირებადი საფინანსო ინსტიტუტების (მიკროსაფინანსო, სესხის გამცემი სუბიექტი) კრედიტორი 606 496 ადამიანია, გაცემული სესხების მოცულობა კი 2 090 799 390 ლარს შეადგენს. კიდევ 19 172 ადამიანს კი, ჯამში, 505 190 866 ლარის სესხი აღებული აქვს სალიზინგო, სამშენებლო და სხვა ტიპის კომპანიისგან.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×