რეზონანსი
27.11.2021

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრი აჭარა ჯგუფთან გაფორმებული თანაშრომოლბისფარგლებში იმერეთის რეგიონის მასშტაბით მსურველებს პროფესიული მომაზადებისა დაგადაამზადების კურსებს შესთვაზებს. 

სპეციალურ კურსებს დაინტერესებული ადამიანები ჭიათურაში, მულტიფუნქციური ცენტრისბაზაზე გაივლიან, პროგრამა კი აჭარა ჯგუფის მხარდაჭერით შეიქმნება და, თანამედროვეპრინციპებზე იქნება დაფუძნებული. პროგრამა მოიცავს მომსახურების სფეროსმიმართულებებს.  

გადამზადებული კადრები, სრულად დააკმაყოფილებენ შრომის ბაზარზე არსებულკრიტერიუმებს, რომელსაც მომსახურების სფეროში დღეს დამსაქმებელი კომპანიებიითხოვენ.  

 მხარეებს შორის გაფორმებული შეთანხმება ხელს შეუწყობს იმერეთის რეგიონში მცხოვრებიადამიანების დასაქმებას, ადამიანური კაპიტალის და რესურსების განვითარებას, ასევე  მომსახურების სფეროში მოთხოვნადი პროფესიების პოპულარიზაციას, სადაც ხარისხს დაკვალიფიციურ კადრებს,  დღეს უკვე განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. 

ჭიათურის მულტიფუნქციური ცენტრის ფინანსური მხარდამჭერია კომპანია "ჯორჯიანმანგანეზი", რომელიც მოქმედებს კორპორატიული სოციალური პასუხისმგებლობისფარგლებში. აჭარა ჯგუფსა და ჭიათურის მულტიფუნქციურ ცენტრს შორის გაფორმებულიურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმიც ამის საუკეთესო მაგალითია.  

მულტიფუნქციურ ცენტრში უკვე მოქმედებს სხვადასხვა სასწავლო პროგრამა, რომელიციმერეთის რეგიონში მცხოვრებ ახალგაზრდებს განვითარების ახალ შესაძლებლობას  აძლევს, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს  შიდა მიგრაციული პროცესების შეჩერებას.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×