რეზონანსი
27.11.2021

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, კორონავირუსის ახალი შტამის - „ომიკრონის" გამოვლენის შემდეგ, აუცილებელია, კოვიდვაცინაციის მაჩვენებელი კიდევ უფრო გაიზარდოს.

„ჩვენთვის, ყველაზე ქმედითი რისკების შემცირებაზე მუშაობა და თავის დაცვა იქნება, რათა ახალი შტამი ქვეყანაში აქტიურად არ გავრცელდეს. ძალიან რთულია პროგნოზირება, რა შედეგები შეიძლება გამოიწვიოს კორონავირუსის ახალი ვარიაციის ამ ქვეყანაში გავრცელებამ, რადგან ჩვენ უკვე ვნახეთ „დელტა" შტამის დამანგრეველი შედეგები. ასე რომ, მომზადების ნაწილში, აქცენტი ვაქცინაციის პროგრამის რაც შეიძლება სწრაფად გაშლაზე უნდა გავაკეთოთ. ეს არის კიდევ ერთი, დამატებითი მიზეზი იმისთვის, რომ ყველამ დროულად მიიღოს ვაქცინაციის გადაწყვეტილება" - აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

კორონავირუსის „ომიკრონი" შტამის გავრცელების გამო, 29 ნოემბრიდან აშშ სამხრეთ აფრიკიდან და აფრიკის შვიდი სხვა ქვეყნიდან ავიამიმოსვლას შეაჩერებს.

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×