რეზონანსი
27.11.2021

"ცვლილება, რომელიც შემოდის საგზაო წესების კანონში, კარგია, თუმცა არასრულფასოვანი,"- ამის შესახებ საქართველოს ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის ხელმძღვანელმა დავით მესხიშვილმა განაცხადა.

მესხიშვილის თქმით, ახალი კანონით გათვალისწინებული ევროდირექტივების შესრულება მხოლოდ ფორმალური სახის არ უნდა იყოს და მას შინაარსიც უნდა ჰქონდეს, რადგან თუ მკაცრდება საგზაო უსაფრთხოების სტანდარტები და რთულდება მართვის მოწმობის აღება, მაშინ გადასახედია ავტოსკოლების საქმიანობაც.

"დღეს საქართველოში ძალიან ბევრი თვითმარქვიაა, ვინც ხსნის ავტოსკოლას ისე რომ, შესაბამისი კვალიფიკაცია არ აქვს. ყველას არ ეხება, თუმცა არსებობენ ე.წ ავტოსკოლები, რომლებიც ხრიკების და კოდირების გზით ამზადებენ საგამოცდოდ. ეს იმას ნიშნავს, რომ სრულიად უცხო ენაზეც რომ იყოს საგამოცდო ტექსტი, კოდირების მეთოდით თქვენ მაინც შეძლებთ ჩაბარებას. ამ დროს ხდება თეორიული საგამოცდო პროგრამის მოტყუება, რაც სრულიად დაუშვებელია. ყველაზე ცუდი კი ისაა, რომ ნებისმიერს შეუძლია გახსნას ავტოსკოლა. მოუწესიგებელი სისტემის შედეგად ვიღებთ იმას, რომ გამოუცდელი ადამიანები ამზადებენ პოტენციურ მკვლელებს.

სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ ავტოსკოლები ევროკავშირის სტანდარტებს ექვემდებარებოდეს, რაც გულისხმობს შესაბამის აღჭურვილობას, თეორიულ კურსს, პრაქტიკულ ნაწილს, წარმოიდგინეთ, ჩვენთან ავტოსკოლებს ერთიანი სასწავლო პროგრამაც არ აქვთ, საგზაო მოძრაობის კანონი კი არის ერთი. ამ დროს ყველა იმას ასწავლის, რაც თვითონ გონიათ სწორი", - აღნიშნა მესხიშვილმა "ბიზნესპრესნიუსთან"

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×