რეზონანსი
27.11.2021

ქვე­ყა­ნა­ში ეპი­დე­მი­ო­ლო­გი­უ­რი სუ­რა­თი კვლავ მძი­მეა, აც­რის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი კვლავ და­ბა­ლი, ექი­მე­ბი გა­დაღ­ლი­ლი, რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა ისევ პრობ­ლე­მაა, გარ­დაც­ვლილ­თა რა­ო­დე­ნო­ბა კი კვლავ მა­ღა­ლი.

ინფექციონისტი, ალექსანდრე გოგინავა კორონავირუსით გამოწვეულ დაღლაზე და ფსიქოლოგიურ ზეწოლაზე საუბრობს.

"პრაქ­ტი­კუ­ლად, 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, მედ­პერ­სო­ნალს, რო­მე­ლიც ჩარ­თუ­ლია პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში, არ აქვს პი­რა­დი ცხოვ­რე­ბა. იმი­ტომ რომ დიდ ნა­წილს ატა­რე­ბენ სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში, ხოლო და­ნარ­ჩე­ნი დრო, რო­დე­საც არ არი­ან კლი­ნი­კა­ში, სჭირ­დე­ბა რე­ა­ბი­ლი­ტა­ცი­ას, ელე­მენ­ტა­რუ­ლად რომ გა­მო­ი­ძი­ნო, რათა ენერ­გია გქონ­დეს. აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ სა­ო­მარ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბა მედ­პერ­სო­ნა­ლი და ეს გრძელ­დე­ბა უწყვე­ტად უკვე თით­ქმის 2 წლის გან­მავ­ლო­ბა­ში, გა­და­ვი­ღა­ლეთ...

თან სა­ქარ­თე­ლოს­ნა­ირ ქვე­ყა­ნა­ში, სა­დაც მწი­რია რე­სურ­სი, ტექ­ნი­კურ-მა­ტე­რი­ა­ლუ­რი ბაზა საკ­მა­ოდ ღა­რი­ბია, ძა­ლი­ან დიდი და­წო­ლა მო­დის ადა­მი­ა­ნურ რე­სურ­სზე - ექთ­ნებ­ზე, დამ­ხმა­რე­ებ­ზე, ექი­მებ­ზე, ეპი­დე­მი­ო­ლო­გებ­ზე და ა.შ. ათ­ჯერ გაზ­რდი­ლია მათი როლი პან­დე­მი­ას­თან ბრძო­ლა­ში. უთა­ნას­წო­რო პი­რო­ბებ­ში გვი­წევს ამ ვე­რაგ ვირუს­თან შერ­კი­ნე­ბა, რო­მე­ლიც, რო­გორც მსოფ­ლი­ომ აღი­ა­რა, ძა­ლი­ან რთუ­ლად სა­მარ­თა­ვია და ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სტა­ტის­ტი­კა, 5 მი­ლი­ონ­ზე მეტი ადა­მი­ა­ნია უკვე გარ­დაც­ვლი­ლი, თუმ­ცა არის რა­ღაც და­დე­ბი­თი დი­ნა­მი­კაც, იმ მხრივ, რომ არ­სე­ბობს ეფექ­ტი­ა­ნი ვაქ­ცი­ნა, რო­მე­ლიც, სა­ბედ­ნი­ე­როდ, ხელ­მის­წავ­დო­მია ჩვენს ქვე­ყა­ნა­შიც. იმის­თვის რომ მეტი სი­ცო­ცხლე გა­დარ­ჩეს, ასე­ვე შე­ვუმ­სუ­ბუ­ქოთ სა­მუ­შაო მედ­პერ­სო­ნალს, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია ჩვე­ნი მო­სახ­ლე­ო­ბის ამ პრო­ცეს­ში ჩარ­თვა. ამა­ზე მე­ტყვე­ლებს სტა­ტის­ტი­კა, იმ ქვეყ­ნებ­ში, სა­დაც მა­ღა­ლია ვაქ­ცი­ნა­ცი­ის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი, და­ბა­ლია მო­სახ­ლო­ე­ბის სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა, და­ბა­ლია მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რი­ცხვი, ხოლო იქ, სა­დაც ვაქ­ცი­ნა­ცია არ მიმ­დი­ნა­რე­ობს კარ­გი ტემ­პით, სამ­წუ­ხა­როდ, ჩვენ ასეთ ქვეყ­ნებ­ში გავ­დი­ვართ, მა­ღა­ლია სიკ­ვდი­ლი­ა­ნო­ბა და მძი­მე პა­ცი­ენ­ტე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა. ჩემი თხოვ­ნა იქ­ნე­ბა, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა ჩა­ერ­თოს ამ პრო­ცეს­ში აქ­ტი­უ­რად და ამით და­იც­ვას რო­გორც სა­კუ­თა­რი სი­ცო­ცხლე, ასე­ვე ახ­ლობ­ლე­ბის და შე­უმ­სუ­ბუ­ქოს მედ­პერ­სო­ნალს სა­მუ­შაო.

სა­ქარ­თვე­ლოს არ აქვს ისე­თი რე­სურ­სე­ბი, რო­გორც გერ­მა­ნი­ას, აშშ-ს და სხვა გან­ვი­თა­რე­ბულ ქვეყ­ნებს. ამი­ტომ მი­უ­ხე­და­ვად მედ­პერ­სო­ნა­ლის თან­გან­წირ­ვი­სა, და­უ­ღა­ლა­ვი ბრძო­ლი­სა, არ არ­სე­ბობს ამო­უ­წუ­რა­ვი რე­სურ­სი. არის რის­კე­ბი, რომ კლი­ნი­კუ­რი სექ­ტო­რის კო­ლაფ­სი მოხ­დეს, ანუ აღარ იყოს, პრაქ­ტი­კუ­ლად, ად­გი­ლე­ბი სა­ა­ვად­მყო­ფო­ში, მხო­ლოდ ად­გი­ლებ­ზეც არ არის ლა­პა­რა­კი, შე­იძ­ლე­ბა მო­ბი­ლი­ზე­ბა გა­უ­კეთ­დეს მეტ სა­წოლს, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნუ­რი რე­სურ­სი არ დაგ­რჩეს, ვინც ამ სწო­ლებ­ზე მო­თავ­სე­ბულ პა­ცი­ენ­ტებს მი­ხე­დავს.

იმის­თვის, რომ და­ვინ­დოთ ჩვე­ნი, ჩვე­ნი ახ­ლობ­ლე­ბის სი­ცო­ცხლე და ასე­ვე მედ­პერ­სო­ნა­ლი, მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რომ ეპიდსი­ტუ­ა­ცია და­ვას­ტა­ბი­ლუ­როთ. ამის­თვის ყვე­ლა­ზე უფრო ეფექ­ტი­ა­ნი სა­შუ­ა­ლე­ბა არის ვაქ­ცი­ნა და ასე­ვე რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბის დაც­ვა. ამ ეტა­პის­თვის ქვე­ყა­ნა­ში პირ­ბა­დის ტა­რე­ბის მაჩ­ვე­ნე­ბე­ლი ძა­ლი­ან და­ბა­ლია, 29%-ს უტო­ლე­ბა

იცით რა, ასე­თი შემ­თხვე­ვე­ბი არ მახ­სენ­დე­ბა, თუმ­ცა, ვიცი ბევ­რი შემ­თხვე­ვა, როცა ვერ გა­უძ­ლეს, ფი­ზი­კუ­რად გა­და­ი­ღალ­ნენ და ჯან­მრთე­ლო­ბის სხვა­დას­ხვა პრობ­ლე­მა შე­ექ­მნათ, რის გა­მოც რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში ვე­ღარ გა­აგ­რძე­ლეს აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა. მეც გარ­კვე­უ­ლი პრობ­ლე­მე­ბი შე­მიქ­ნა კო­რო­ნა­ვირუს­მა, გა­და­ვი­ტა­ნე ძა­ლი­ან მძი­მედ და მას შემ­დეგ ბევ­რად უფრო ნაკ­ლე­ბია ჩემი ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნო­ბა, ასე­ვე სამ­წუ­ხა­როდ, კი­დევ უფრო მეტი პრობ­ლე­მა შე­მიქ­მნა იმ ტრა­გე­დი­ამ რაც გა­და­ვი­ტა­ნე, კო­ვი­დით ოჯა­ხის წევ­რი გარ­და­მეც­ვა­ლა. კო­ვიდ­თან მო­მუ­შა­ვე არა­ერთ ადა­მი­ანს თვი­თონ და­ე­მარ­თა ეს და­ა­ვა­დე­ბა, ზოგ­მა მძი­მედ გა­და­ი­ტა­ნა, სამ­წუ­ხა­როდ, იყო ტრა­გი­კუ­ლი შემ­თხვე­ვე­ბიც", - ამბობს ალექსანდრე გოგინავა "ambebi.ge", - სთან.

წყარო: ambebi.ge

ვიდეო რეკლამა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია
ვიდეო რეკლამა

Copyright © 2006-2022 by Resonance ltd. . All rights reserved
×