რეზონანსი
27.10.2021

კატეგორიულად გამოვრიცხავთ გლდანის დაწესებულებაში მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხელ სააკაშვილის ადვოკატმა, ნიკა გვარამიამ ბრიფინგზე განაცხადა.

მან მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე სრული პასუხისმგებლობა ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს დააკისრა.

„საქართველოს ხელისუფლებას სასიკვდილო განაჩენი აქვს გამოტანილი მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ ჩვენთვის ეს მნიშვნელოვანია არა როგორც მხოლოდ მიხეილ სააკაშვილის გულშემატკივრებისთვის, არამედ ამ სცენარის განვითარების შემთხვევაში, ჩვენ ვხედავთ, როგორც ამ ქვეყნის პატრიოტები ძალიან დიდ საშიშროებას საკუთრივ ქვეყნის სტაბილურობისთვის, მათ შორის წარმოდგენილი გვაქვს და ვხედავთ რუსულ ტანკებს თბილისში. პირდაპირ გეუბნებით, ჩვენ ამ სცენარს ვხედავთ და ვფიქრობთ, რომ „ქართულ ოცნებას“ ყველაფერი სწორედ სამოქალაქო დაპირისპირებისკენ მიჰყავს. „ქართული ოცნება“ და პირადად ბიძინა ივანიშვილი დროზე უნდა მოეგოს გონს“, - განაცხადა გვარამიამ.

ნიკა გვარამიას განმარტებით, ციხის საავადმყოფო არის არალიცენზირებული იმ დახმარების აღმოჩენისთვის, რომელიც მიხეილ სააკაშვილს სჭირდება.

„არ ჰყავს შესაბამისი სპეციალისტები, რომელთაც ამ დახმარების გაწევა შეუძლიათ, არ აქვთ შესაბამისი ტექნიკა და ახლა ხდება ამ ტექნიკის მობილიზაცია. სრულიად გამოვრიცხავთ უსაფრთხოებს მიზნებიდან გამომდინარე, სააკაშვილის ციხის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გადაყვანას, რადგან ჩვენ ვფლობთ ინფორმაციას იმიტირებული ბუნტის თაობაზე”, - განაცხადა გვარამიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×