რეზონანსი
27.10.2021

ევროპარლამენტში არსებული ევროპელი კონსერვატორებისა და რეფორმერების ჯგუფი საქართველოს მესამე პრეზიდენტთან, მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

ECR ჯგუფი ღრმად შეშფოთებულია საქართველოს ყოფილი პროდასავლური პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით, რომელიც სამშობლოში დაბრუნების შემდეგ, 1 ოქტომბერს დააკავეს. 

მიხეილ სააკაშვილი 27 დღეა, შიმშილობს. შიმშილის პერიოდის გათვალისწინებით, მას გულის უკმარისობა ემუქრება. ციხეში არსებული სამედიცინო დაწესებულებები არ შეესაბამება საავადმყოფოს ნორმებს და შესაძლოა, არ იყოს ადეკვატური აუცილებელი მკურნალობის უზრუნველსაყოფად. ECR ჯგუფი ითხოვს ყოფილი პრეზიდენტის გადაყვანას ალტერნატიულ, სამოქალაქო სამედიცინო დაწესებულებაში, სადაც ის კომპლექსურ სამედიცინო დახმარებას მიიღებს.

ECR ჯგუფი ხაზს უსვამს, რომ ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობაზე პასუხისმგებლობა მხოლოდ საქართველოს მთავრობასა და მმართველი პარტიის ხელმძღვანელობას ეკისრება, - ნათქვამია განცხადებაში. 

ცნობისთვის, საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქვეყანაში 1 ოქტომბერს ჩამოვიდა და "ოცნების" ხელისუფლებამ თბილისში, დღის ბოლოს დააკავა. პროტესტის ნიშნად, ის დაკავების პირველივე დღიდან, უკვე 27-ე დღეა, შიმშილობს. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×