რეზონანსი
21.10.2021

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა ჩვენი მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი

„საქმეებში „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ", ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ საქართველო ისტორიის სწორ მხარესაა. სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება საჩივრების დაუშვებლობის შესახებ კიდევ ერთი მნიშვნელოვანი სამართლებრივი გამარჯვებაა მშვიდობიანი დეოკუპაციის გზაზე", - წერს სალომე ზურაბიშვილი „ტვიტერზე".

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე - „ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" და „შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ" - განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×