რეზონანსი
21.10.2021

„ასტრაზენეკას" კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის მე-2 დოზის მიღების ბოლო ვადა 31 ოქტომბერია.

როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში განმარტავენ, 1-ელი ნოემბრიდან იმ პირებს, ვინც „ასტრაზენეკას" პირველი დოზით აიცრა, შეეთავაზებათ ნებისმიერი ალტერნატიული ვაქცინა: "ფაიზერი", „სინოფარმი" ან „სინოვაკი".

ცნობისთვის, დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის ინფორმაციით, დაბალი მოთხოვნის გამო, ქვეყანა „ასტრაზენეკას" ვაქცინას არც დონაციის გზით მიიღებს და არც შეიძენს. როგორც მან აღნიშნა, არის ალაბათობა, რომ გარკვეული დოზები გამოუყენებელი დარჩეს, მარაგში კი „ასტრაზენეკას" 15 ათასამდე დოზა იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×