რეზონანსი
26.09.2021

ზურაბ ჯაფარიძის ინფორმაციით, ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან არცერთ შეხვედრაზე აქციები არ დაგეგმილა, თუმცა აქციებს რომც გეგმავდნენ, ამაში პრობლემას ვერ ხედავს.

,,ჯერ არ ვყოფილვარ არცერთ შეხვედრაზე ოპოზიციური პარტიის ლიდერებთან, სადაც რაიმე აქციები იგეგმებოდეს, მაგრამ აქციებსაც რომ ვგეგმავდეთ მერე რა? მე ვგეგმავ აქციებს, ვემზადები აქციებისთვის. რაც კი შემიძლია ვაკეთოთ ვაკეთებთ, ერთადერთი რაც აკლია წინასაარჩევნო პერიოდს არის ის, რომ დიდი მიტინგები არ არის, ისიც პანდემიის გამო. დანარჩენი რანაირად არ ვარ აქტიური, 24 საათი ტრასაზე ვარ გაგდებული და დავდივარ აქეთ-იქით, მეტი რა უნდა ვაკეთო, არ ვიცი, მაგრამ თუ ამით უნდათ ვიღაცას წარმოდგენა შეუქმნან, რომ სასწაულს აპირებს ოპოზიცია ვაღიარებ და ვიტყვი, რომ მე ვემზადები აქციებისთვის, მერე?“, - აღნიშნა ზურაბ ჯაფარიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×