რეზონანსი
26.09.2021

წინასაარჩევნო გარემო წელს პრინციპში არის განსაკუთრებული და ორიგინალური, რადგან მმართველი სახელისუფლებო პარტია ვართ ველზე, ვმუშაობთ, ვხვდებით ამომრჩეველს, ამის მაგალითია თუნდაც ჩემი ოზურგეთში ყოფნა, მაგრამ ოპოზიციური პარტიები პასიურობენ და ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ მათ არჩევნები კი არ აინტერესებთ, არამედ არჩევნების შემდგომი პერიოდი, – ამის შესახებ  კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს, დესტაბილიზაციას მიაღწიოს.

„მათ სურთ, როგორმე მიაღწიონ დესტაბილიზაციას და ჰქონდეთ საბაბი, რომ მოითხოვონ რიგგარეშე არჩევნები. ჩვენ ვხედავთ, რომ უალტერნატივო კანდიდატია ავთო თალაკვაძე. მანამდე გახლდით ლანჩხუთსა და ჩოხატაურში, იქაც იმარჯვებენ ჩვენი კანდიდატები, რადგან ჩვენ გვაქვს ერთობლივი გეგმები, იმისთვის, რომ განვითარება გაგრძელდეს. რა თქმა უნდა, იმედი მაქვს, რამდენიმე წლის მერე ჩვენ გვექნება შესაძლებლობა, ახალი ძალები მოვიდნენ ხელისუფლებაში, მაგრამ დღეს ოპოზიციისდა სამწუხაროდ 2 ოქტომბერს არჩევნებში „ქართული ოცნება“ კვლავ არის უალტერნატივო პოლიტიკური ძალაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×