რეზონანსი
26.09.2021

„ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, რეგიონული მდივანი დიმიტრი სამხარაძე, ახალციხე-ადიგენი-ასპინძა-ბორჯომის მაჟორიტარი დეპუტატი ანტონ ობოლაშვილი, ნინოწმინდის მაჟორიტარი დეპუტატი სამველ მანუკიანი და უმრავლესობის წევრი სუმბატ კიურეღიანი სამცხე ჯავახეთში მუნიციპალიტეტების მერობის კანდიდატებს და საარჩევნო შტაბების ხელმძღვანელებს შეხვდნენ.

პრესსამსახურის ცნობით, ახალციხეში, „ქართული ოცნების" ცენტრალურ შტაბში გამართულ შეხვედრაზე, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებული სამცხე-ჯავახეთის მხარეში ბესიკ ამირანაშვილი ესწრებოდა, ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებულ საკითხებზე იმსჯელეს.

„ახალციხეში დავასრულეთ შეხვედრები რეგიონებში, შევხვდით შტაბის უფროსებს, მერობის კანდიდატებს და განვიხილეთ სამზადისი არჩევნებამდე, როგორ უნდა წარიმართოს აგიტაცია ამ ერთი კვირის განმავლობაში და როგორ უნდა წარიმართოს საარჩევნო პროცედურები არჩევნების დღეს. რეგიონში არის ძალიან კარგი ვითარება, დარწმუნებული ვარ ამ რეგიონშიც ძალიან დამაჯერებელ გამარჯვებაში", - განაცხადა შეხვედრის შემდეგ „ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ.

დღეს შეხვედრები გაიმართა ასევე მცხეთასა და გორში. ამით დასრულდა „ქართული ოცნების" ლიდერების პარტიული შეხვედრები რეგიონებში.

მიმდინარე კვირის განმავლობაში შეხვედრები გაიმართა ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, ამბროლაურში, რუსთავსა და თელავში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×