რეზონანსი
23.09.2021

დღეს, ყველაზე კარგად გამოჩნდა რამდენად დიდია სხვაობა „ქართულ ოცნებასა" და „ნაცმოძრაობას" შორის - ერთ მხარეს არის პროვოკაცია, ავანტიურა, სიცრუე და სიძულვილი, მეორე მხარეს კი კონკრეტული საქმე, ზრუნვა, სტაბილურობა და პროგრესი, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, 2 ოქტომბერს ყველაზე მტკივნეულად უნდა დამარცხდეს ის კოლექტივი, ვისაც ამ ქვეყნის ნებისმიერი წარმატება სწყინს, ხოლო ნებისმიერი პრობლემა უხარია.

„ნაცმოძრაობა" ერთი მხრივ პანიკაშია ბანერების გამო, მეორე მხრივ კი ყოველდღიურად ახსენებს საზოგადოებას, რომ სინამდვილეში ბევრად უარესია, ვიდრე ის, რაც იმ ბანერებზე ჩანს. ამიტომ, 2 ოქტომბერს ყველაზე მტკივნეულად უნდა დამარცხდეს ის კოლექტივი, ვისაც ამ ქვეყნის ნებისმიერი წარმატება სწყინს, ხოლო ნებისმიერი პრობლემა უხარია", - წერს რატი იონათამიშვილი.

ნიკა მელია ირაკლი კობახიძეს ევროკავშირის წარმომადგენლობასთან მიეჭრა და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×