რეზონანსი
23.09.2021

ორსულ ქალებში ვაქცინების უსაფრთხოების შესახებ მონაცემები წარმოუდგენლად გამამხნევებელია. ამის შესახებ აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის (CDC) ვაქცინების საკითხზე მრჩეველთა ჯგუფის თავმჯდომარემ განაცხადა.

ექსპერტები აღნიშნავენ, რომ არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ორსულობის დროს ვაქცინაცია მუცლის მოშლის ან თანდაყოლილი ნაკლის რისკს ზრდის.

დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დედის იმუნიზაციის წამყვანი ექსპერტის, დანა მინი-დელმანის თქმით, კოვიდინფიცირების შემთხვევაში, ორსულებს დაავადების გართულების რისკი უფრო მაღალი აქვთ.

ორსულთა დაახლოებით 97%, რომლებიც კოვიდინფიცირების გამო საავადმყოფოებში მიიღეს, ვაქცინირებული არ იყო.

ამჟამად შეერთებულ შტატებში ორსული ქალების მხოლოდ 30% არის კორონავირუსის წინააღმდეგ აცრილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×