რეზონანსი
21.09.2021

ფოთში, თამარ მეფის ქუჩაზე ხმაური იყო. სტამბის ყოფილ შენობაში მცხოვრებლებმა ხელისუფლება უყურადღებობაში დაადანაშაულეს.

მათი განცხადებით, შენობა, სადაც ცხოვრებენ, ავარიული და გადახურვასა და გამაგრებით სამუშაოებს საჭიროებს.

მათივე თქმით, ადგილობრივი ხელისუფლება აღნიშნული პრობლემის მოგვარებას 2013 წლიდან ჰპირდება, თუმცა ამ დრომდე არაფერი შეცვლილა.

,,წლებია გაუსაძლის პირობებში ვცხოვრობთ. შენობა ავარიულია, გვაწვიმს და ყურადღებას არავინ გვაქცევს. მოსაწესრიგებელია სანიაღვრე არხები და ხიდ-ბოგირები. ნაწილი ჩვენი სახსრებით შევაკეთეთ, თუმცა მას შემდეგ, რაც თამარ მეფის ქუჩაზე გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიგეგმა, ხიდ-ბოგირები მშენებარე ფირმამ მოანგრია. სანამ ხელისუფლების მხრიდან გარანტიებს არ მივიღებთ, რომ აღნიშნული პრობლემები მოგვარდება,გზის რეაბილიტაციის საშუალებას არ მივცემთ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ.

ადგილზე მშენებარე კომპანიამ პოლიცია გამოიძახა, რასაც ადგილობრივების გაღიზიანება მოჰყვა, თუმცა სიტუაცია მალევე განიმუხტა.

აქციის მონაწილეები ადგილზე "ქართული ოცნების" მერობის კანდიდატის, ბექა ვაჭარაძის მისვლასაც ითხოვდნენ.

შეკრებილებთან მერის მოადგილე ზაქრო გვრიტიშვილი მივიდა, მაგრამ მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია.

ყოფილი სტამბის შენობაში მცხოვრებლები პრობლემის უმოკლეს დროში გადაჭრას ითხოვენ, წინააღმდეგ შემთხვევაში აქციებს აანონსებენ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×