რეზონანსი
21.09.2021

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის ნიკა მელიას ადვოკატებმა 20 ივნისის საქმეზე პრემიერ-მინისტრის დაკითხვა მოითხოვეს. აღნიშნულის თაობაზე შუამდგომლობა მელიას ადვოკატმა ცოტა ხნის წინ დააყენა.

გიორგი კონდახაშვილის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის დაკითხვა მას შემდეგ გახდა მნიშვნელოვანი, რაც  ერთ-ერთ მედიასთან ინტერვიუში საუბრობდა 20 ივნისის მოვლენებზე, რა დროსაც განაცხადა, რომ 20 ივნისს სპეცრაზმის გამოყვანა შინაგან საქმეთა მინისტრის მიერ იყო პროვოკაცია, რადგან პარლამენტში შეჭრის ალბათობა არ არსებობდა.

„ფაქტობრივად, მოქმედი პრემიერ-მინისტრი გახდა დაცვის მხარის ძალიან მნიშვნელოვანი მოწმე. ირაკლი ღარიბაშვილმა „რუსთავი2“-ის პირდაპირ ეთერში ისაუბრა იმ გარემოებებზე, რომლებზეც ჩვენ უკვე წლებია, ვსაუბრობთ. კერძოდ ის, რომ 20 ივნისს არავითარი პარლამენტზე შეტევა და შეღწევა არ არსებობდა, და ეს იყო შეუძლებელი. ის, რომ სპეცდანიშნულების რაზმი გამოყვანილი იყო უკანონოდ, ამის მიზანი იყო პროვოკაციის მოწყობა და განთავსდა მომიტინგეებთან, რამაც გამოიწვია ესკალაცია, რასაც მოჰყვა აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანების თვალების დათხრა, ჯანმრთელობის დაზიანება. ამ ყველაფერს ადასტურებს მოქმედი პრემიერი ირაკლი ღარიბაშვილი. კარგია, რომ მიხვდნენ ბოლოს, ვიდრე არასდროს. დღეს ჩვენ ვიშუამდგომლებთ, რომ ირაკლი ღარიბაშვილი, საქართველოს მოქმედი პრემიერ-მინისტრი დაემატოს დაცვის მხარის მოწმეთა სიას, რათა ის შემდგომში გამოძახებული იყოს, დაიკითხოს იმ გარემოების ირგვლივ, რომელიც ადასტურებს ნიკა მელიას მიმართ წარდგენილი ბრალის უსაფუძვლობას და უსამართლობას“, – განაცხადა გიორგი კონდახაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×