რეზონანსი
17.08.2021

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მომხდარი სისხლიანი გარჩევისათვის, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურთან ერთად დაკავებული მეორე პირი, ჯაბა ჯანგირაშვილია. საკითხი, სოფელ წინანდალში სასტუმრო-კოტეჯების მშენებლობას ეხება, სადაც ორივე მხარეს საკუთარი ინტერესები აქვს. ჯანგირაშვილის სახელზე რეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან გაისროლა, ვასილ ცოცხალაშვილმა, რომელსაც ასევე ნიკა კენჭოშვილმა, საპასუხო გასროლით უპასუხა. მისგან განხორციელებული სროლის შედეგად, ვასილ ცოცხალაშვილი და ზვიად ზვიადაური ადგილზე დაიღუპნენ, დაიჭრა ორი ადამიანი, რომლებმაც სტაციონარს თავადვე მიაკითხეს.

თელავის რეფერალურ ჰოსპიტალში ავტომანქანა, რომელშიც უკვე გარდაცვლილი სამი პირი იმყოფებოდა, უცხო პირმა შეიყვანა.

„დაზუსტებით ვერ ვამბობ, მანაქანა ვინ მოიყვანა, ზვიადაური აქ იყო, ტიროდა და თავს ლამის კედლებს ურტყამდა. სამივე გარდაცვლილი იყო. მიცვალებულების განსათავსებელ ოთახში, ადგილიც კი აღარ იყო, რომ ის საწყლები გადაესვენებინათ. დაცხრილულ მანქანას, პოლიცია ფეხდაფეხ მოჰყვა“, – ჰყვება "პრაიმტაიმთან" თვითმხილველი.

გარდაცვლილი ზვიად ზვიადაური ახმეტაში უკვე გადაასვენეს. ახმეტაში, საკუთარ საცხოვრებელ სახლშია გადასვენებული, ვასილ ცოცხლაშვილიც, რომელიც ესპანეთიდან რამდენიმე თვის წინ დაბრუნდა.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×