რეზონანსი
28.07.2021

ამერიკელი სენატორი, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი ჯიმ რიში "ქართლი ოცნების" მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებას სოციალურ ქსელში ეხმაურება.

როგორც სენატორი წერს, ეს პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს.

"ქართული ოცნების გადაწყვეტილება, გავიდეს 19 აპრილის შეთანხმებიდან, მთავრობის პასუხისმგებლობის მოხსნაა და როგორც ჩანს, მიუთითებს იმაზე, რომ პარტიას მხოლოდ საკუთარი მომავალი აღელვებს - არა მთელი ქვეყნის. ქართველი ხალხი უკეთესს იმსახურებს", - წერს რიში "ტვიტერზე".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×