რეზონანსი
28.07.2021

​"ქართული ოცნების" ლიდერი, მამუკა მდინარაძე, "მთავარი არხის" გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას განცხადებას ეხმაურება. მდინარაძემ კრიტიკულ მედიას "ნაც.მოძრაობის მედიასაშუალებები უწოდა".

1. ნაც. მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა ნიკა გვარამიამ აღიარა, რომ ნაც.მოძრაობის მედიასაშუალებები დაკავებულები იყვნენ პოლიტიკური (და არა ჟურნალისტური) საქმიანობით და მოუწოდა ნაც პოლიტიკოსებს, მათ შეასრულონ ეს ფუნქცია, რადგან მისი ტელეკომპანია უბრუნდება ჟურნალისტურ საქმიანობას

2. ჩემს სიტყვებში რუსული ნარატივის ამოკითხვას ჭირდებოდა ლოგიკიდან ამოვარდნილი განსაკუთრებული ნაცური "ლოგიკა"

3. შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას აპროტესტებს ის პოლიტიკური ძალა, რომელმაც ხელი საერთოდ არ მოაწერა ამ შეთანხმებას - 100 დღე ველოდეთ, პირობებს ვასრულებდით, პოლარიზაციის ხარისხი პირიქით, გაიზარდა...

ცდილობენ პოლიტიკა და პარადოქსი ერთი მნიშვნელობის ორ სიტყვად აქციონ",- წერს მდინარაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×