რეზონანსი
28.07.2021

ყველანაირი გათვლებით ეპიდემიის პიკში ვართ და ვფიქრობთ, იგი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

გამყრელიძის თქმით, ქვეყანაში ეპიდემიის ცეცხლი ანთია.

„ეპიდვითარება საკმაოდ რთულია. 26 ივნისიდან დაწყებული ნელი ტემპით უარესდებოდა და უარესდება ეპიდსიტუაცია. გუშინ და დღეს გვაქვს პიკური მაჩვენებელი. გარკვეულ პროგნოზირებაზე მუშაობს ჩვენი ერთ-ერთი ჯგუფი და შეიმჩნევა, რომ ზრდის ტემპი ბოლო დღეების განმავლობაში თითქოს მცირდება. აბსოლუტური რაოდენობა იმატებს, მაგრამ თითქოს, ზრდის ტემპის შემცირებისკენაა ტენდენცია, მაგრამ მინდა თითები გადავიჯვარედინო და არ ვიცი, ჯერჯერობით როგორი იქნება. ზრდა გვექნება, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს ნელი ტემპით ზრდა. ყველანაირი გათვლებით ვართ პიკში და ვფიქრობთ, რომ ეს პიკი უნდა გაგრძელდეს 7-10 დღე და მერე ინფექციამ უკანსვლა უნდა დაიწყოს, მაგრამ ასევე ნელი ტემპით.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×