რეზონანსი
28.07.2021

შს მინისტრმა ვახტანგ გომელაურმა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან რიკ დემსთან, სხვა საკითხებთან ერთად, 5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების შესახებ მიმდინარე გამოძიების შესახებაც ისაუბრა. 

შეხვედრაზე მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე და საარჩევნო პროცესის უსაფრთხო და თავისუფალ გარემოში ჩატარების მნიშვნელობაზეც ისაუბრეს.

რიკ დემსმა შეხვედრა გამართა რატი ბრეგაძესთანაც. იუსტიციის მინისტრისა და ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის შეხვედრაზე, გარდა ევროინტეგრაციის პერსპექტივისა, მხარეებმა მოსაზრებები ისეთ ფუნდამენტურ პრინციპებზე გაცვალეს, როგორებიცაა ადამიანის უფლებები, კანონის უზენაესობა და დემოკრატია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×