რეზონანსი
28.07.2021

პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, "ქართული ოცნების" პოლიტიკური საბჭოს წევრი არჩილ თალაკვაძე ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის შეთანხმების ანულირებას "ნაციონალურ მოძრაობას" აბრალებს.

"43%-ს ავიღებთ, 47-ს თუ 53-ს, გარწმუნებთ, გადაწყვეტილებები იქნება მიღებული კონსტიტუციის შესაბამისად. თუ ოპოზიცია შეიცვალა, რაც განვლილმა წლებმა დაგვარწმუნა, რომ შეუძლებელია რადიკალური ბანაკი შეიცვალოს, თუ ისინი შეიცვალნენ, მართლა დაუმტკიცეს საზოგადოებას, პარტნიორებს, რომ ეს ადამიანები მზად არიან იმუშაონ პარლამენტში, მიიღონ დემოკრატიულ არჩევნებში მონაწილეობა ისე, რომ მერე საკუთარი ამომრჩევლის არჩევანი არ უარყონ, არ თქვან, რომ აღარ შევდივართ პარლამენტში და ამ ოპოზიციამ თუ რეალურად თამაშის წესები დაიცვა, ველოდებით პარლამენტში, სადაც არჩეულები არიან, აქვთ წარმომადგენლობა და პარლამენტი იმსჯელებს ყველა გადაწყვეტილებაზე,"-აცხადებს არჩილ თალაკვაძე. 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×