რეზონანსი
27.07.2021

გუშინ მითხრეს, რომ ადამიანების ჯგუფია სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს იმისთვის, რომ ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერი, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდგომ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, ვაქცინირებული ადამიანისთვის ინდივიდუალური დაცვა გარანტირებულია.

„ვაქცინაცია ეპიდსიტუაციას რომ დაეტყოს, ამისთვის საჭიროა 30%-მდე მაინც ავიდეს იმუნიზაცია. ჯერჯერობით, ეპიდემიური სურათი ისევე ვითარდება, როგორც აუცრელ პოპულაციაში, მაგრამ ინდივიდუალური დაცვა ყველა აცრილისთვის დღეს გარანტირებულია და დიდი ხანია, ქვეყანაში ეს შესაძლებლობა არის. მესმის, რომ ზოგი ერთ ვაქცინას ელოდა, ზოგი - მეორეს, მაგრამ ახლა ყველაფერია. თუ ადამიანს არ უნდა მძიმედ წაუვიდეს დაავადება, დღეს ეს უკვე შესაძლებელია. დღესაც არის თავისუფალი ადგილები ვაქცინებზე. თბილისში არ არის „ფაიზერზე“ მაგრამ ყოველ დღე ემატება ადგილები. ახლა მთავარია ადამიანებმა ირწმუნონ, გუშინ მითხრეს, რომ ადამიანების ჯგუფია სპეციალური, რომელიც ჯავშნიდა ადგილებს იმისთვის, რომ ადამიანებს ვერ დაეჯავშნათ. ეს მარტო ერთი ჯგუფი არ არის, ამ ჯგუფს ემატება ის ჯგუფი, რომელიც ვაქცინებს ერთმანეთისგან არჩევს. ჩემთვის ორივე ანტივაქსერია“, - განაცხადა პაატა იმნაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×