რეზონანსი
27.07.2021

დედამიწაზე ტემპერატურის მატების სიჩქარე იზრდება, რაც გამოიწვევს იმას, რომ უახლოეს ათწლეულებში გრძელვადიანი სიცხეების ინტენსიური პერიოდები დაფიქსირდება. ინფორმაცია ამის შესახებ ციურიხის უმაღლესი ტექნიკური სკოლის კვლევაზე ვრცელდება.

”მომდევნო ათწლეულების განმავლობაში ჩვენ სიცხის უფრო რეკორდული პიკისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც ტემპერატურის წინა რეკორდებს ბევრად გადააჭარბებს", - განაცხადა კვლევის მონაწილემ, ერიკ ფიშერმა.

კვლევის დროს მეცნიერებმა ასევე დაადგინეს, რომ ანომალიურად ცხელი ამინდის პერიოდები, შესაძლოა, სათბურის გაზების გამოყოფასთან იყოს დაკავშირებული. რაც უფრო მაღალია გაზების გამოყოფა, მით უფრო ხშირია სიცხის პერიოდები.

მკვლევარებმა ასევე აღნიშნეს, რომ დედამიწა ათწლეულის განმავლობაში 0.18 გრადუსით თბება. ეს უფრო სწრაფია, ვიდრე წინა 40 წლის განმავლობაში დაფიქსირდა. მეცნიერთა თქმით, ეს დასკვნები სათბურის გაზების ემისიის შემცირების აუცილებლობაზე მიუთითებს.

ასევე გამოითქვა ვარაუდი, რომ ამჟამინდელი ზომები, შესაძლოა, არ იყოს საკმარისი, რადგან სათბურის გაზები დედამიწის კლიმატს სწრაფად ცვლის.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×