რეზონანსი
27.07.2021

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან კაცმა ბენზინი მიიტანა და თავის დაწვა სცადა. პოლიციის თანამშრომლებმა ცეცხლის ჩაქრობა დროულად მოახერხეს, თუმცა მამაკაცს სხეულის სხვადასხვა ადგილზე პირველი, მეორე და მესამე ხარისხის დამწვრობები აქვს. ექიმის თქმით, მისი მდგომარეობა მძიმეა.

„პაციენტი ამჟამად იმყოფება რეანიმაციის განყოფილებაში და გადის შესაბამის მკურნალობას. სხეულის სხვადასხვა უბნებზე აღენიშნება სხვადასხვა ხარისხის დამწვრობით დაზიანებები. მდგომარეობა ჯერჯერობით ითვლება მძიმედ", - ამბობს ექიმი გიორგი დავლიანიძე.

აღნიშნული მოქალაქე რამდენიმე დღის წინ ფორმულას დაუკავშირდა. ის რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების თანამშრომლებს ძალადობაში ადანაშაულებდა და ამბობდა, რომ პოლიციელებმა მას ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

თვითდაზიანებების მიყენება, სავარაუდოდ, ამ ინციდენტს უკავშირდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×