რეზონანსი
26.07.2021

ერთია ხულიგნობაში შემჩნეული და გამორჩეული, ქალბატონი ხოშტარია, ხოლო მეორე - კონკრეტული შტურმის ორგანიზებისთვის ბრალდებული, - ასე შეაფასა თვითმმართველობის არჩევნებისთვის წარდგენილი ოპოზიციონერი კანდიდატები საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილე, ოპოზიციონერ კანდიდატებს, მოგების არანარირი შანსი არ აქვთ.

„ეს ორი ადამიანი მაგონებს „ორნი ქალაქში": ერთი არის ხულიგნობაში შემჩნეული და გამორჩეული, ქალბატონი ხოშტარია, ხოლო მეორე - კონკრეტული შტურმის ორგანიზებისთვის ბრალდებული პირი, რომლებსაც არანაირი შანსი, იმისათვის რომ საზოგადოებამ მხარი დაუჭიროს და ნდობა გამოუცხადოს, რასაკვირველია, არ აქვს",- განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×