რეზონანსი
26.07.2021

რომ დამეწერა „დიახ „ნაცებს", დიახ ბოროტებას" ეს იქნებოდა სიკეთისკენ მოწოდება? - ამის შესახებ გიორგი იაკობაშვილმა „ქრონიკასთან" საუბრისას განაცხადა. For.ge-ს რედაქტორისა და ორგანიზაცია „დავასრულოთ" წევრი აცხადებს, რომ არ იღებს პასუხისმგებლობას იმ ძალადობაზე, რომელიც შეიძლება მისი ინიციატივით გაკრულმა პლაკატებმა გამოიწვიოს.

„არანაირ პასუხისმგებლობას არ ვიღებ. „ნაცები" პასუხისმგებლობას იღებენ უამრავ მკვლელობაზე, უამრავ რეკეტზე? ეს არის ჩვეულებრივი მოწოდება, ჩვეულებრივი განცხადება", - აღნიშნავს იაკობაშვილი.

თბილისის ქუჩებში პლაკატები გამოჩნდა, წარწერით - „არა ნაცებს, არა ბოროტებას". თბილისის მერიის განცხადებით, მუნიციპალურმა ინსპექციამ გამოავლინა პირები, რომელთაც ქუჩებში პლაკატები თვითნებურად გააკრეს. ამასთან, პლაკატების უმრავლესობა უკვე ჩამოხსნილია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×