რეზონანსი
23.07.2021

„ევროპული საქართველო" უკვე დიდი ხანია ინიციატორია, ამ უაღრესად საშიშ ვითარებაში, ერთმანეთისგან ძალიან განსხვავებულმა პოლიტიკურმა ძალებმა ვითანამშრომლოთ და ვიყოთ კოორდინირებაში, - ამის შესახებ პარტია „ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ განაცხადა.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ოპოზიციური პარტიების გაერთიანება „ქართული ოცნების" დამარცხების აუცილებლობამ განაპირობა. მისივე თქმით, „პოლიტიკური ინტერესი ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რომელიც ამ რეჟიმმა მოიტანა".

„მოხარული ვარ, რომ ამ კონსულტაციების ერთი ეტაპი დასრულებულია და ეს ეხება თბილისის თვითმმართველობას, სადაც ნიკა მელია, როგორც მერობის კანდიდატი, ელენე ხოშტარია, როგორც საკრებულოს თავმჯდომარე და შემდგომში უკვე მაჟორიტარებზე შეჯერებული კანდიდატები იქნებიან ჩვენი საერთო მხარდაჭერის მქონე.

ამ ოპოზიციური შეთანხმების ფარგლებში, „ევროპული საქართველოს" მთავარი პოლიტიკური ინტერესი, ივანიშვილის რეჟიმის დამარცხებასთან ერთად, არის იმ შედეგების აღმოფხვრა, რომელიც ამ რეჟიმმა მოგვიტანა მთელი ამ წლების განმავლობაში. ეს არის ჩვენს ხარჯზე ძალადობის მანქანის დაფინანსება, ჩვენი მოქალაქეების რესურსების ფლანგვა, კორუფცია, მავნებლური რეგულაციები და ბიუროკრატიის ზრდა.

ივანიშვილის რეჟიმის დამარცხების შემდეგ, პირველი პრიორიტეტი იქნება, რომ ეს მემკვიდრეობა აღმოვფხვრათ. ამიტომ, ჩვენთვის საკვანძო იყო, ამ ფუნქციის შემსრულებელი ჩვენი გუნდის ახალი და მომავალი ლიდერი ყოფილიყო", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×