რეზონანსი
23.07.2021

იუსტიციის ყოფილი მინისტრი რომელიც საკუთრების უფლებას უნდა იცავდეს, იდგა და სხვისი ქონებით პოზიორობდა სცენაზე, - ასე გამოეხმაურა გუშინ სენაკის თეატრში მომხდარ ინციდენტს „ნაციონალური მოძრაობის" წევრი რომან გოცირიძე.

„ეს სამარცხვინო ფაქტი იყო და სისხლის სამართლის წესით უნდა დაისაჯოს", - აღნიშნა გოცირიძემ.

22 ივნისს სენაკის თეატრში განათლების მინისტრმა თეა წულუკიანმა „მთავარი არხის" ჟურნალისტს მიკროფონი წაართვა. ჟურნალისტი თეატრის დარბაზში შევიდა და მინისტრს კითხვა დაუსვა, რა დროსაც თეა წულუკიანმა მას მიკროფონი წაართვა.

„მთავარი არხის" დირექტორმა ნიკა გვარამიამ დღეს თეა წულუკიანის წინააღმდეგ საქართველოს პროკურატურას მიმართა. გვარამია მომხდარზე გამოძიების დაწყებას ითხოვს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×