რეზონანსი
23.07.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ე.წ. ინდური შტამი („დელტა" ვარიანტი) ევროპაში უკვე დომინანტურია და ინფიცირების თავიდან აცილების მიზნით, უფასო ტესტირების გაზრდის რეკომენდაციით გამოდის.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპულმა ბიურომ და დაავადებათა პრევენციისა და კონტროლის ევროპულმა ცენტრმა ერთობლივად მოუწოდეს ევროპის ქვეყნებს, გააძლიერონ თავიანთი ძალისხმევა, რათა თავიდან აიცილონ ინფიცირების შემთხვევები.

„ჯანმო რეკომენდაციით მიმართავს ქვეყნებს, გაზარდონ უფასო ტესტების ხელმისაწვდომობა, გააფართოონ სეკვენირება, ხელი შეუწყონ კონტაქტისა და დადასტურებული შემთხვევების იზოლირება და უზრუნველყონ იმათი ვაქცინაცია, ვინც ყველაზე მეტად რისკის ქვეშ არის", - ნათქვამია განცხადებაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×