რეზონანსი
23.07.2021

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციას გამოეხმაურა და მოსახლეობას მეტი აქტიურობისკენ მოუწოდა.

„მსურს, გამოვეხმაურო კოვიდპანდემიის მართვას და ვაქცინაციას და კიდევ ერთხელ, მსურს მოსახლეობას მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა და მთლიანად მთავრობამ გააკეთა ყველაფერი იმისთვის, რომ ვაქცინა ხელმისაწვდომი ყოფილიყო ყველა დონეზე. ახლა ჯერი არის მოსახლეობაზე, მოქალაქეებზე და ჩვენ ერთიანი პასუხისმგებლობით უნდა შევძლოთ ამ ბრძოლაში მინიმალური დანაკარგებით გამარჯვება. ამისთვის, მოსახლეობას მინდა მოვუწოდო მეტი აქტიურობისკენ, ვინაიდან ვაქცინაცია არის ერთადერთი გამოსავალი ამ ბრძოლაში გამარჯვებისთვის", - აღნიშნა თორნიკე რიჟვაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×