რეზონანსი
23.07.2021

ზაფხულის პერიოდში, როცა ყველაზე მეტი მობილობა გველის, ბავშვების დაცვის ერთ-ერთი საშუალებაა, ოჯახის უფროსი წევრების ვაქცინაცია, - ამის შესახებ იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ეროვნული ჯგუფის ხელმძღვანელმა, პროფესორმა ივანე ჩხაიძემ განაცხადა.

„თუ ოჯახის წევრები ვაქცინირებული არიან, შეგვიძლია ჩავთვალოთ, რომ ჩვენს შვილებს საფრთხე არ ემუქრებათ. ძალიან ცოტაა ახლა ორგანიზებული ჯგუფები და დახურულ სივრცეში კონტაქტები. ყველაზე მეტი კონტაქტი ჩვენი შვილებისა და შვილიშვილებისთვის ესაა საოჯახო-საყოფაცხოვრებო კონტაქტები. ამიტომ ჩვენ, როდესაც ჩვენ ცოტახნის წინ გვქონდა სლოგანი „აიცერი და დაიცავი" ეს ყველაზე კარგადაა მორგებული ახლანდელ რეალობასთან: თუ შენ აიცრები დაიცავ შენი ოჯახის წევრებს, დაიცავ შენს შვილსა და შვილიშვილს. ეს ძალიან მნიშვნელოვანია და ჩვენ პრაქტიკულად სხვა ალტერნატივა არ გვაქვს. მატება ინფექციის იმდენად მაღალია, რომ საქართველო უკვე შესულია წითელ სიაში, ანუ იმ ქვეყნების ჩამონათვალში, სადაც ინფიცირების მაჩვენებელმა გადააჭარბა დასაშვებ ზღვარს", - აღნიშნა ჩხაიძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×