რეზონანსი
23.07.2021

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ტარიკ იასარევიჩმა განაცხადა, რომ კორონავირუსის წარმოშობის დადგენის ძალისხმევა დამნაშავის პოვნის მცდელობა არ არის.

„ეს არ ეხება პოლიტიკას, ეს არ არის დამნაშავის პოვნის მცდელობა. ეს ეხება ძირითადად მოთხოვნას, რომელიც ყველამ უნდა შევეცადოთ გავიგოთ, თუ როგორ გავრცელდა პათოგენი ადამიანებში. ამ თვალსაზრისით, ქვეყნებს ნამდვილად აკისრიათ პასუხისმგებლობა ითანამშრომლონ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციასთან", - აღნიშნა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ოფიციალურმა წარმომადგენელმა.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილემ, ცზენ ისინმა განაცხადა, რომ ჩინეთი კორონავირუსის წარმოშობის დადგენის მიზნით გამოძიების მეორე ფაზის ჩატარების წინააღმდეგ გამოდის.

ჩინეთის ჯანდაცვის კომისიის ხელმძღვანელის მოადგილის თქმით, იგი შეცბუნდა, როდესაც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის გეგმა პირველად წაიკითხა, რადგან მასში მოცემულია ჰიპოთეზა, რომ ჩინეთის მიერ ლაბორატორიული პროტოკოლების დარღვევამ ვირუსის გაჟონვა გამოიწვია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×