რეზონანსი
22.06.2021

საქართველოს საპატრიარქო ზაზა გახელაძის საკითხზე რუსეთის პატრიარქს მიმართავს. ამის შესახებ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ ზაზა გახელაძის ოჯახთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მისი ინფორმაციით, საქართველოს პატრიარქის წერილი რუსეთის პატრიარქის სახელზე უკვე მზადაა.

„ზაზა გახელაძის ოჯახმა თხოვნით მიმართა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს, რათა პატრიარქს გაეწია შუამდგომლობა რუსეთის ეკლესიის საჭეთმპყრობელთან ზაზასთან მიმართებაში. მისმა უწმინდესობამ გულთან მიიტანა ეს ამბავი და გადაწყდა, პატრიარქის სახელით გაიგზავნება წერილი. წერილი უკვე მზად არის და გაიგზავნება რუსეთის პატრიარქისადმი და ეკლესიისადმი რათა უკვე მათ თავის მხრიდან გასწიონ შუამდგომლობა რუსეთის ხელისუფლებისადმი. ზაზა დაკავებულია რუსეთის ფედერაციის სასაზღვრო მოსამსახურეების მიერ. ამის თაობაზე ჩვენ მოვუყვებით ოჯახს. ვერ ვიტყვით ამ თხოვნას, რა შედეგი მოჰყვება. ჩვენ დაველოდებით პასუხს, რას მოიმოქმედებს მხარე, რომელსაც ჩვენ მივმართეთ. ჩვენ კიდევ ერთხელ ვთხოვთ ოჯახს, შეინარჩუნოს მხნეობა. ოჯახში ბავშვები არიან და ეს მათთვის რთული პერიოდია. ყველანი უნდა დაელოდონ და შეხვდნენ ზაზას მხნედ და ჯანმრთელად. დარწმუნებული ვარ, ოჯახის კარგად ყოფნა იქნება მისთვისაც ნუგეში და გამამხნევებელი", - განაცხადა ზაზა გახელაძე ოჯახთან შეხვედრის შემდეგ ატენისა და გორის მიტროპოლიტმა, ანდრიამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×