რეზონანსი
22.06.2021

„ცოტა ხნის წინ გავრცელდა მედიაში ასეთი ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძემ თქვა, რომ ნიღბის ტარება კიდევ უფრო მავნებელია, რადგანაც შიგნით ვირუსი გროვდება - ცალსახად და დადასტურებულად გეუბნებით, რომ ეს არის „ფეიკი“, ტყუილი ინფორმაცია“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, დავით სერგეენკომ პლენარულ სხდომაზე განაცხადა.

დავით სერგეენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მედიაში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილის სახელით გავრცელებული ინფორმაცია რეალობას არ შეესაბამება და ნიღაბი ჰაერწვეთოვანი ინფექციის წინააღმდეგ თავდაცვის ერთ-ერთი ძლიერი საშუალებაა.

სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს პაატა იმნაძე ამბობს, რომ „პირბადეების მოხსნის გადაწყვეტილება განაპირობა ახალმა კვლევებმა, რომლის თანახმადაც, პირბადეში ჩამძვრალი ვირუსი ვერსად მიდის და მეტია დაინფიცირების შანსი“. მოგვიანებით, იმ მედიასაშუალებამაც, რომლის ლოგოთიც ინფორმაცია გავრცელდა, განმარტა, რომ პაატა იმნაძეს მსგავსი რამ არ უთქვამს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×