რეზონანსი
22.06.2021

რამდენიმე დღის წინ, სოციალურ ქსელში ახალი ინიციატივა გაჩნდა. ქართველ ემიგრანტებს სურთ გიორგი ღოღბერიძეს კლინიკა აუშენონ.

საკითხთან დაკავშირებით „პრაიმტაიმი“ „ემიგრანტების იმედს“ შოთო სიხარულიძეს ესაუბრა, რომლის თქმითაც, კლინიკის აშენების იდეა რამდენიმე თვის წინ გაჩნდა:

„ბოლო გადაცემის შემდეგ, რომელიც ერთ-ერთი ტელეკომპანიის ეთერში გავიდა, ემიგრანტებისგან უამრავი შეტყობინება მომივიდა, რომ გიორგის შესახებ რაიმე განცხადება გამეკეთებინა და მეთქვა, რომ ემიგრანტებს მისთვის (გიორგი ღოღობერიძისთვის) კლინიკის გახსნა სურდათ.

მე ემიგრანტების მოთხოვნა გავასაჯაროვე. მათ სურთ გაიხსნას „ემიგრანტების კლინიკა“. გიორგიმაც გააკეთა განცხადება, რომ თუ რომელიმე ჯგუფში მოითხოვდნენ თანხის ჩარიცხვას და ანგარიში იქნებოდა მითითებული, პოლიციისთვის მიემართათ. მე ამაში ვეთანხმები გიორგის, რომ სოციალურ ქსელში უამრავი ჯგუფია, სადაც გიორგი ღოღობერიძის სახელით წერენ და ცრუ ინფორმაციას ავრცელებენ.

სხვადასხვა ქვეყნიდან ემიგრანტები მწერენ, რომ მათ გიორგის დახმარება სურთ. ის ნამდვილი გმირია. მთელი დღეები სხვის გაჭირვებაზეა მორგებული. ეს ადამიანი საუკეთესოა ემიგრანტებისთვის. ის ყველას უანგაროდ ეხმარება. მე სოლიდარობას ვუცხადებ მას და დიდ მადლობას ვუცხადებ ყველა ემიგრანტის სახელით. დალი პარკაძეს და ციალა გოკაძეს გუშინაც ვესაუბრე, მათ აქვთ სურვილი, რომ აშენდეს „ემიგრანტის კლინიკა“. გვინდა, რომ ანგარიში დაიდოს და ეტაპობრივად თანხის შეგროვება დაიწყოს.

რამდენიმე დღის წინ, საქართველოდან პენსიონერი ქალბატონი დამიკავშირდა. მითხრა, რომ გიორგისთვის და ამ კლინიკისთვის ერთი თვის პენსიას გადარიცხავს, ეს ძალიან ამაღელვებელი იყო. ყველას აქვს ამის სურვილი", - განუცხადა "პრაიმტაიმს" შოთო სიხარულიძემ/

კითხვაზე, აქვთ თუ არა კომუნიკაცია უკვე გიორგი ღოღობერიძესთან და რას ფიქრობს თავად ექიმი „ემიგრანტების კლინიკაზე“, შოთომ უპასუხა რომ ამ საკითხზე ჯერჯერობით გიორგისთან არ უსაუბრიათ.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×