რეზონანსი
22.06.2021

ცოტნე გამსახურდია სამშობლოში გუშინ დაბრუნდა. მეუღლის, ანა ჯაბაურის თქმით, ზუსტად წელიწად-ნახევარია საქართველოში არ ყოფილან. საქართველოში ჩამოსულები კოლხურ კოშკში დაბრუნებას ვერ ახერხებენ, რადგან როგორც ცნობილია, რძალ-დედამთილს კონფლიქტი აქვT.

„ამდენი ხანია აქ არ ვყოფილვართ, ძალიან გვიხარია. ექიმებმა რომ გვითხრეს წამოგვეყვანა, ჩათვალეს, რომ მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამბობენ, რომ თავის გარემოში, საკუთარ სახლში უნდა იყოს, რადგან გაახსენდეს რაც უყვარს. სამწუხარო მიზეზის გამო, ცოტნეს დაბრუნება კოლხურ კოშკში ვერ მოხდა. ჩემს ბინაში ვართ, მეცხრე სართულზე, სადაც პანდუსები არ არის და ვერც გაკეთდება. სამწუხაროდ, ჯერჯერობით, სახლში უნდა მყავდეს. ყველა სპეციალისტი, რომელიც ცოტნეს სჭირდება, ჩვენთან მოდის“, – ამბობს „პრაიმტაიმთან“ ანა ჯაბაური.

ცოტნე გამსახურდიას ჯანმრთელობის მდგომარეობა რეაბილიტაციის დაწყებიდან 1 წლის შემდეგ ისევ გაუარესდა, თუმცა, უცხოელი სპეციალისტები ოჯახს აიმედებენ.

„ცოტნე მარტში იმდენად კარგად იყო, რომ 10 აპრილს თბილისში დაბრუნება გვქონდა გადაწყვეტილი. მარტის ბოლოს​ ტრამვის ​დაგვიანებული შედეგი მივიღეთ. ყველა ოპტიმისტურად ვიყავით განწყობილები, ამას არ ველოდით. მისმა რეაბილიტაციის პროცესმა ამის გამო უკან დაიხია. ჯერჯერობით, ცოტნემ ლაპარაკიც შეწყვიტა. როგორც პროფესორები მპირდებიან, ყველაფერი ისევ იმ წერტილს დაუბრუნდება, რაც მარტში იყო. 

ახლა მდგომარეობა მკვეთრად გაუმჯობესებულია – აქამდე ნახევრად მძინარე იყო, უკვე გონებაზეა, რეაქციები და მიმიკები აქვს. კიდურების მოძრაობა დაიწყო, თუმცა, ლაპარაკი არ დაუწყია. არავერბალური კონტაქტი ისევ გვაქვს. იგივე გზას მეორედ გავდივართ, მაგრამ ახლა უფრო სწრაფად“, – ამბობს ჯაბაური.

იხილეთ სრულად: პრაიმტაიმი

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×