რეზონანსი
19.06.2021

საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური იღუმენ იონასთან (მაისურაძე) დაკავშირებით ინფორმაციას ავრცელებს. განცხადებაში აღნიშნულია, რომ ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ცნობილი გახდა იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროების შესახებ.

„ბოლო დღეებში ინტენსიურად გვიკავშირდებიან იღუმენ იონას (მაისურაძე) გამო. ვპასუხობთ ხშირად დასმულ კითხვებს: 2019 წელს მას მღვდელმსახურება ნამდვილად შეუჩერდა. საკითხი ეხებოდა მღვდლისა და მონაზვნისათვის შეუფერებელ ზნეობრივ გადაცდომას. ადამიანი, რომელმაც საპატრიარქოს შევიწროების საჩივრით მომართა, არ იყო არასრულწლოვანი, თუმცა საჩივარში აღნიშნული ზნეობრივი დანაშაული გახლდათ. ამ ფაქტის გამო, იღუმენ იონას დაედო საეკლესიო სასჯელი და შეუჩერდა მღვდელმსახურება. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, ამ შემთხვებაში მომჩივანს პროკურატურისთვის არ მიუმართავს.

ბოლო დღეებში სატელევიზიო ეთერში გასული სიუჟეტიდან ჩვენთვის ცნობილი გახდა სხვა შემთხვევის შესახებ. ამჯერად იღუმენ იონას მხრიდან არასრულწლოვნის შევიწროებაზეა საუბარი. დამტკიცების შემთხვევაში მსგავსი ფაქტი შეფასდება, მძიმე დანაშაულად, თუმცა საპატრიარქოსთვის ამ საკითხთან დაკავშირებით არც მანამდე და არც შემდგომში არავის მოუმართავს. თავად იღუმენი იონა კომისიაზე იყო დაბარებული და ყველა ბრალდება უარყო.

ცნობისათვის, ნებისმიერი მსგავსი შემთხვევა განიხილება კომისიაზე და დადასტურების შემთხვევაში მოჰყვება შესაბამისი რეაგირება“,- ნათქვამია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×