რეზონანსი
19.06.2021

ბოლნისში მკვლელობა მოხდა. არსებული ინფორმაციით, ბოლნისში მამაკაცს, დ.ს.-ს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. ის ბოლნისის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. როგორც კლინიკის დირექტორი გია სანიკიძე აცხადებს, საავადმყოფოში მიყვანის დროს მამაკაცი უკვე გარდაცვლილი იყო.

საავადმყოფოში აცხადებენ, რომ მამაკაცს სავარაუდოდ ზურგის მხრიდან ჰქონდა გამჭოლი ჭრილობა. გარდაცვლილს ექსპერტიზა უტარდება.

მკვლელობის მიზეზი უცნობია. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილი წარმოშობით აფხაზეთიდანაა, დმანისის მცხოვრებია და ამჟამად მეგობართან ერთად ბოლნისში ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×