რეზონანსი
19.06.2021

კრიმინალური გარჩევა სამტრედიაში მსხვერპლით დასრულდა.

იმერეთის ქუჩაზე მცხოვრებლებმა გვიან ღამით ათამდე გასროლის ხმა გაიგონეს, შენიშნეს სასწრაფო დახმარების მანქანები და დაჭრილები, რომლებიც კლინიკაში გადაიყვანეს.

გარჩევაში რამდენიმე ათეული ადამიანი მონაწილეობდა, კონფლიქტის მოტივი უცნობია. იმისთვის, რომ შემთხვევას თვითმხილველები არ ჰყოლოდა, კრიმინალური გარჩევის მონაწილეები სამტრედიაში ერთ-ერთ მიტოვებულ სახლში შეიკრიბნენ.

„კურიერის" ინფორმაციით, სისხლიანი გარჩევა სავარაუდოდ წარსულში მომხდარ ჩხუბს უკავშირდება. მოკლული ახალგაზრდა 32 წლის გრიგოლ ხონელიძეა, ის წარსულში ნასამართლევია.

სისხლიანი გარჩევის შემდეგ გრიგოლ ხონელიძესთან ერთად, კლინიკაში კიდევ ერთ დაჭრილი გადაიყვანეს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2021 by Resonance ltd. . All rights reserved
×